საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი იხსნება

თბილისი (BPI) – საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება. კოლეჯში სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის ძირითად პროფესიებს ასწავლიან.

მემორანდუმს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  მარიამ ქვრივიშვილი და  შპს “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას” დირექტორი  მაია წერეთელი დღეს გააფორმებენ.

მემორანდუმის  მიზანია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო  ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით.

კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე  გაიმართება. აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა.

GNTA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით კოლეჯისთვის ვებ-გვერდი შეიქმნება.  

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …