საქართველოს 2025 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის მასპინძლობა სურს

თბილისი (BPI) – საქართველო ზამთრის სპორტულ სახეობებში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად ემზადება.

ნათია თურნავას განცხადებით, 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა კარგი შანსია, კიდევ ერთხელ გავაცნოთ მსოფლიოს საქართველოს კურორტები და მთლიანად ქვეყანა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ასევე შანსია “წინ წავწიოთ ქართული სპორტი, განსაკუთრებით ზამთრის სპორტული სახეობები, ასევე ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, რომ უფრო მეტი სახელოვანი სპორტსმენი აღიზარდოს საქართველოში“.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით გადაწყვიტა უმასპინძლოს „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“ ზამთრის სპორტულ სახეობებში, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში იგეგმება.

ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი გასულ წელს გაიგზავნა, შედეგად ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა როგორც კანდიდატი ქვეყანა.

ნათია თურნავა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის სპორტული დირექტორი პიტერ ბრული ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ  კომისიის წევრები სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …