საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

თბილისი (BPI) – საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით -23.5 მლრდ აშშ დოლარი (-63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -145.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 233.9 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.9 მლრდ აშშ დოლარია (26.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 37.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33.4 მლრდ აშშ დოლარი (89.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 271.4 მლნ აშშ დოლარით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. …