საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებით უნგრული Unitravel Management დაინტერესდა

თბილისი (BPI) – საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებით
უნგრეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანია Unitravel Management დაინტერესდა, – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივშვილი კომპანიის დირექტორსა და დამფუძნებელს შეხვდა. 

შეხვედრაზე თბილისსა და ბუდაპეშტს შორის პირდაპირი ავიარეისის დანიშვნის შესაძლებლობა განიხილეს.

უნგრეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით მარკეტინგული კამპანიების ჩატარება და პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზება იგეგმება. 

აპრილში საქართველოში პრეს და გაცნობითი ტური მოეწყობა. ტურში მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთის წამყვანი მედია საშუალებების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები.

ტურის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს კულტურას, ისტორიას, ქართულ სამზარეულოს და ღვინის ტრადიციულად დამზადების წესებს. 
ასევე დაგემილია საქართველოს სამთო კურორტებზე გაცნობითი ტურის მოწყობა უნგრეთის ტურისტული კომპანებისათვის. 

2018 წელს უნგრეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა +14.1 %-ით გაიზარდა.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …