საქართველოს რომელ რეგიონებში მოიხმარენ ყველზე დიდი მოცულობით გაზს

სემეკის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ  საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ გასულ წელს 1,335 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებამ კი – 1,663 მლნ კუბ.მ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ  754 მლნ კუბ.მ თბოსადგურების მოხმარებას შეადგენს.

რაც შეეხება გაზის მოხმარებას რეგიონების მიხედვით. 2022 წელს მსგავსად გასული წლებისა ყველაზე დიდი მოცულობით გაზი თბილისის რეგიონში მოიხარეს. უფრო კონკრეტულად, საყოფაცხოვრებო გაზის ჯამურმა მოხმარებამ 648 მილიონ 494 ათასი კუბ.მ  შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო გაზის მოხმარების  მოცულობა კი 162 მილიონ 65 ათას კუბ.მ – ით განისაზღვრა. ჯამში თბილისისი რეგიონმა გასულ წელს ჯამურად 810 მლნ კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის გაზი მოიხმარა.

თბილისის შემდეგ ბუნებრივი გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი იმერეთის რეგიონია.  სემეკის მონაცემებით, გასულ წელს იმერეთში საყოფაცხოვრებო მიზნით ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 123 მილიონ 294 ათასი კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებამ კი –  41 მილიონ 577 ათასი კუბ.მ. ჯამში იმერეთის მთლიანი მოხმარება 2022 წელს 160 მლნ კუბ.მ- ზე მეტს შეადგენდა.

სამეულში შედის აჭარის რეგიონი, სადაც გასულ წელს 139 მლნ კუბ.მ-ზე მეტი გაზი მოიხმარეს. მათ შორის, საყოფაცხოვრებო მოხმარების მოცულობამ 98 მილიონ 429 ათასი კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მოხმარებამ კი 40 მილიონ 717 ათასი კუბ.მ.

საქართველოს სხვა რეგიონების მოხმარების მაჩვენებელი შეგიძლია იხილოთ ქვემოთ:

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …