საქართველოს რკინიგზის თანადგომა უკრაინის მოქალაქეებს

საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ  სამშობლოში  დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ.

“მგზავრობის საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, ბილეთის მისაღებად უნდა გამოცხადდნენ საქართველოს რკინიგზის ნებისმიერ სალაროში და წარადგინონ უკრაინის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი.

საქართველოს რკინიგზა მშვიდობასა და მშვიდობიან მგზავრობას უსურვებს მათ”, განმარტავენ საქართველოს რკინიგზაში.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …