საქართველოს რკინიგზის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

საქართველოს რკინიგზის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება.
🔹 კომპანიის გენერალური დირექტორი ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) გენერალურ ასამბლეას დაესწრო.
🔹 რიგით 71 ასამბლეაზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა 2022 წელი შეაჯამეს და 2023 წლის გეგმებზე ისაუბრეს.
🔹 გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალბერტო მაცოლამ დელეგატებს 2023-ში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი გააცნო: მათ შორისაა ევროპის სარკინიგზო მიმოსვლის მოცულობების გაზრდა, ეკოლოგიური მდგრადობა და მწვანე სტატუსის შენარჩუნება, სარკინიგზო სექტორისთვის დამატებითი ინვესტიციების მოძიება, ერთიანი საბილეთო სისტემის შექმნა, კერძო ინვესტიციების მოზიდვა და ასევე სოციალური საკითხები, კერძოდ ქალების როლის გაძლიერება და მათი ჩართვა რკინიგზის სფეროში.
🔹 გენერალური ასამბლეა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. ღონისძიების დასასრულს დელეგატებმა მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …