საქართველოს რკინიგზა BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა

,,საქართველოს რკინიგზა“ 2022 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გამარჯვებული გახდა – ნომინაციაში მსხვილი არასაფინანსო კომპანია.

BARTA 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა.

2022 წელს აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა 200-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან იყო დაკომპლექტებული.

შემთხვევითი სიახლე

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის …