საქართველოს რკინიგზა: 9 ივნისიდან თბილისი-ოზურგეთის რეისზე დროებითი შეზღუდვა წესდება

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე დროებით შეზღუდვას აწესებს.

კომპანიის ცნობით, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ივნისიდან და შემდეგ ყოველ ოთხშაბათს მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი.

კერძოდ, ოთხშაბათობით, ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი დროებით არ იმოძრავებს. შეზღუდვა იმოქმედებს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე.

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …