საქართველოს რკინიგზა 28, 29, 30, 31 დეკემბერს და 2, 6, 9, 10, 11 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2021 წლის 28; 29; 30 და 31 დეკემბერს და 2022 წლის 2; 6; 9; 10 და 11 იანვარს  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

  მატ. დანიშნულება გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა  
 
  808/807 თბილისიბათუმი 10:30 16:09 18:20 23:52  

გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია.

აქვე შეგახსენებთ კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის  დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში  არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …