საქართველოს რკინიგზა მგზავრებს შესაძლო შეფერხებაზე აფრთხილებს და ბილეთის დაბრუნების შანსს აძლევს

დასავლეთ საქართველოში უამინდობის ფონზე საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბილეთების დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.

„ძვირფასო მგზავრებო!
დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას“, – განმარტავენ საქართველოს რკინიგზაში.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …