საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენი კორიდორის მიმართულებით უფრო მეტი ტვირთი მოიმართა და შესაბამისად, გადაზიდვების მოცულობამაც მოიმატა.

 

„მას შემდეგ, რაც ჩვენი კორიდორის მიმართულებით მოიმართა უფრო მეტი ტვირთი და გადაზიდვების მოცულობამ მოიმატა, ასევე მომატებულია რკინიგზის შემოსავლები და პირველი ნახევრის რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა რკინიგზამ 6 თვე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რეკორდული მაჩვენებელი. აქაც გაზრდილია საოპერაციო შემოსავლები, მოგებაზეც გითხარით უკვე, მთლიანად საოპერაციო შემოსავლებმა შეადგინა 311 მილიონი ლარი შეადგინა და აქედან 161 მლნ ლარი არის მოგება“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …