საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა საოპერაციო შემოსავლები კი 12%-ით გაიზარდა და 311 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება, თანამშრომლების ხელფასებსა და სხვა ხარჯებს, მათი ჯამური მაჩვენებელი 97 მილიონი ლარია. როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის მე-3 კვარტალში კომპანიამ 12,000-ზე მეტ დასაქმებულს ხელფასი გაუზარდა, რაც ბუნებრივია სახელფასო ხარჯებში აისახა, ხოლო საშუალო ხელფასმა 1300 ლარზე მეტი შეადგინა.

წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 59 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია 2021 წლის რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში.

ასევე გაუმჯობესდა ლიკვიდურობის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებული ფულადი სახსრები 252 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს – 68 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის არსებულ ფულად სახსრებს – 40 მილიონი ლარით აღემატება.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …