“შტადლერი” საქართველოში ქარხნის აშენებას განიხილავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია “შტადლერის” (Stadler Rail AG) მფლობელსა და დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და “შტადლერს” შორის თანამშრომლობას შეეხო. განიხილეს მსხვილი კომპანიის მიერ საქართველოში დაგეგმილი პროექტები. საუბარი შეეხო „შტადლერის” მიერ საქართველოში ქარხნის აშენების შესაძლებლობას, რომელიც სარკინიგზო შემადგენლობების წარმოებას და შეკეთებას უზრუნველყოფს.

აღინიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად დაუჭერს მხარს აღნიშნული ინვესტიციის განხორციელებას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე და ამ მიმართულებით ქვეყნაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან, ისევე, როგორც რეგიონის ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს. ამასთან, აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლი და ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ „შტადლერის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მათიას სტოჰი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰეიდი გრაუ, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …