საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მცირდება

თბილისი (BPI) – 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3,723 მლნ-ია, წინა წელთან შედარებით 0.2%-ით ნაკლები. „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783).

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7% ცხოვრობდა ქალაქებში, მათგან მესამედი თბილისში ცხოვრობს.

0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.3%-ია, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9-ს, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14.8%-ია.

მამაკაცების რაოდენობა წინა წელთან შედარებით უცვლელია და 1 790.9 ათასი შეადგინა, ხოლო  ქალების რიცხოვნობა შემცირდა 0.3%-ით და 1 932.6 ათასით განისაზღვრა. საქართველოს მოსახლეობის 48% მამაკაცი, 52 პროცენტი – ქალია. 2018 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 74.0 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის 69.7 წელს, ხოლო ქალებისათვის – 78.2 წელს. 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 37 წელია.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …