საქართველოს მობილური მავნე პროგრამების თავდასხმები უტევს

თბილისი (BPI) – 2019 წლის მეორე კვარტალში  მობილურმა მავნე პროგრამებმა საქართველოში მომხმარებელთა 1,67%-ს შეუტია, აზერბაიჯანში – 4,05%-ს, სომხეთში – 2,08%-ს.

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მობილურ მავნე პროგრამებს დაექვემდებარა  1,52% მომხმარებელი, მაშინ როცა აზერბაიჯანში მსგავს შეტევებს დაქვემდებარებულთა რიცხვმა შეადგინა 3,12%, ხოლო სომხეთში – 2,16%.

2018 წელს საქართველოს მობილური მომხმარებლების რიცხვმა, რომლებიც მავნე პროგრამების მსხვერპლი გახდა, შეადგინა 5,17%, ერთი წლის წინანდელი მაჩვენებლის 4,71% საწინააღმდეგოდ. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში საგრძნობლად დაბალი იყო: სომხეთში ამ მავნე პროგრამით თავდასხმულთა ხვედრითმა წილმა შეადგინა 4,76%, ხოლო 2017 წელს – 4,28%, აზერბაიჯანში – 2,95% და 2,59%, შესაბამისად,  2018 და 2017 წლებში. ამის შესახებ  „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები მოწმობს.

2019 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში კომპანიის გადაწყვეტილებით გამოვლენილია მობილური მავნე პროგრამის 753,550  სამონტაჟო პაკეტი, რაც წინა კვარტალთან შედარებით 151,624 პაკეტით ნაკლებია.

ექსპერტების მიერ ასეთი პროგრამების წინააღმდეგ რეკომენდებული დამცავი ზომების ნაკრები მოიცავს: პროგრამების მხოლოდ სანდო წყაროებიდან ჩამოტვირთვას  და მოწყობილობის პარამეტრებში მესამე მხარის წყაროებიდან პროგრამების დაყენების შესაძლებლობის გათიშვას, აგრეთვე, სისტემის და პროგრამების მუდმივად  უახლესი ვერსიებით განახლებას. მიზანშეწონილია  საეჭვო ბმულებზე არ გადასვლა და საეჭვო ფაილების არ გახსნა SMS-ში, ელ.ფოსტაში,  მესენჯერებში, სოციალურ ქსელებში და ბრაუზერებში. მაგრამ მიღებული ზომები არასრული იქნება, თუ მობილურ მოწყობილობაზე  საიმედო ანტივირუსი არაა დაინსტალირებული.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …