საქართველოს მიმართ საერთაშორისო მოგზაურთა ინტერესი იზრდება

თბილისი (BPI) – საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კვლავ მზარდია. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პირველი კვარტლის მონაცემების შეჯამებისას განაცხადა, 2019  წლის 3 თვეში საქართველოს 1,617,548 საერთაშორისო  მოგზაური ეწვია, მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, 42,590-ით მეტი 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით (ზრდა +5.1%).

პოზიტიური ტენდენციაა ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდით გამოირჩეოდნენ: ლატვია +84.5%, სლოვაკეთი +81.8%, პოლონეთი +79.1%, ჩეხეთი +66.8%, ლიეტუვა +43.3%, გერმანია +30.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +114.6%, ჩინეთი +59.3%, საუდის არაბეთი  +52.8%და სხვა.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა  ვიზიტების სტრუქტურა. იზრდება შედარებით მაღალმხარჯველიანი სეგმენტის წილი: ევროკავშირის ქვეყნები, საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტები და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები.

2019 წელს განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საჰაერო გზით განხორციელებულ ვიზიტებში  23,8%, წილი კი 26,6%-ს შეადგენს, 2018 წელს კი საჰაერო ვიზიტების წილი 21,7%-ს შეადგენდა.   

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …