საქართველოს კაპიტალი კერძო სკოლების განვითარებაში 70 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – საქართველოს კაპიტალი 2019 წელს განათლების სექტორში 70 მილიონი ლარის დაბანდებას გეგმავს.

2019 წლის საინვესტიციო გეგმაში განათლება, განახლებადი ენერგიის ათვისების შემდეგ (ინვესტიცია 74 მლნ) მეორე ადგილზეა, სადაც CGEO მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას აანონსებს.

2018-22 ჯგუფი ჯამში 140 მლნ ლარის ჩადებას გეგმავს ამ მიმართულებით, აქედან 6.1 მლნ უკვე დახარჯა კერძო სკოლების განვითარებისთვის მიწების შესაძენად.

საინვესტიციო კომპანიამ 2018 წლის წლიურ ანგარშში დაადასტურა ადრე გაჟღერებული გეგმა, კერძო სკოლების განვითარების შესახებ, სადაც 2025 წლისთვის 30 000 მოსწავლის მობილიზება მოხდება.

GBC

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …