საქართველოს ინტერნეტ უსაფრთხოების სტრატეგია ექნება

თბილისი (BPI) – მთავრობა ინტერნეტ უსაფრთხოების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. ქვეყანამ ევროკავშირის დახმარებითა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგია უკვე შეიმუშავა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ “უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი“ მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა, „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ მიზანია ისეთი უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ტექნოლოგიები პასუხისმგებლობის, სხვებისადმი პატივისცემის, კრიტიკული მიდგომის და შემოქმედებითი აზროვნების საფუძველზე.

„მსოფლიოში ინტერნეტის მოხმარებამ იმატა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა და განსაკუთრებით ბავშვები დაცული იყვნენ იმ საფრთხეებისგან, რომლებიც ამ სივრცეში არსებობს”, – განაცხადა აკაკი საღრიშვილმა.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე“  2005 წლიდან თებერვლში აღინიშნება Insafe/INHOPE-ის ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. ის გლობალური მოძრაობაა და ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. ღონისძიება ჩვეულებრივ იმართება თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …