საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის და რეგულირების წესის”  განახლებაზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის და რეგულირების წესის”  განახლებაზე მუშაობა დაასრულა.

განახლების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ღია ბანკინგთან დაკავშირებული ორი ახალი საგადახდო მომსახურების – ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომისა და გადახდის ინიციირების მომსახურების დამატება, რომელიც ხელს შეუწყობს საგადახდო მომსახურების სექტორის განვითარებასა და დივერსიფიკაციას. ამავე დოკუმენტში განსაზღვრულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერთა რეგისტრაციის განაცხადის მიღების წესი და სარეგისტრაციო მოთხოვნები.

განახლებული წესით ასევე განსაზღვრულია მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭების, პროვაიდერის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების, მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მფლობელების და საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების წილობრივი მონაწილეობის ცვლილების შესახებ შეტყობინების და რეგისტრირებული პროვაიდერების მიმართ სხვა მნიშვნელოვანი ვალდებულებები.

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების განახლებული წესი მიმდინარე წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, შესაბამისად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციით დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადის წარდგენისას სწორედ განახლებული წესით უნდა იხელმძღვანელონ. დოკუმენტი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე – სამართლებრივ აქტებში.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …