საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდება. ფესტივალში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.  სტუმრებს საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ფასდაკლებით და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებისთვის წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული გაიმართება, რაც მოიცავს: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილებს, თითების თეატრის წარმოდგენას, ზღაპრების კითხვას და სხვა; ორივე დღის განმავლობაში, დიდ ეკრანზე, ანიმაციური ფილმები გაშუქდება.

გარდა ამისა, 12 დეკემბერს, ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, „ნაკადულის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან, ხოლო მე-3 პავილიონის ეზოში ჯგუფ „არასა“ და თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სკოლის ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

„თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელიც „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსდა და სამომავლოდაც გაგრძელდება. საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის გამოცემა უდიდესი საქმეა, რომელსაც მხარდაჭერა და მეტი მოტივაცია სჭირდება. სწორედ, ამას ემსახურება საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ დაარსებაც, რომლის გამარჯვებულებსაც აღნიშნული ფესტივალის მსვლელობისას გამოვავლენთ“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ თბილისის პირველ საბავშვო წიგნის ფესტივალს. საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობა და განვითარებისთვის საჭირო რესურსზე წვდომის გაზრდაა. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოზარდების პატარა ასაკიდანვე მკითხველებად ჩამოყალიბებას და მათ სამომავლო განვითარებას“, – აცხადებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …