საქართველოსა და სერბეთს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

თბილისი (BPI) – საქართველოსა და სერბეთს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს.

როგორც სერბეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, აღნიშნულ საკითხზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. ამ მხრივ უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას, რაზეც აქტიურად მუშაობს ორივე მხარე”.

აღსანიშნავია ისიც, რომ ივლისში მთავრობათაშორისი ეკონომიკურ კომისიის სხდომაა ჩანიშნული, რომლის საინაუგურაციო სესია გაიხსნება თბილისში და საქართველო-სერბეთის რიგით მეორე ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. …