თბილისი (BPI) – 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 75,6 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა, 11%-ით მეტი 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 195 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20%-ით მეტია.
10 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 302-მა კომპანიამ განახორციელა.
როგორ იზრდება ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები:
შვედეთი + 460%
ჩეხეთი + 98%
ლიეტუვა + 56%
აშშ + 51%
გერმანია + 34%
ნიდერლანდები + 28%
პოლონეთი + 16%
ავსტრალია + 16%
ჩინეთი + 12%
კანადა – 12%
დიდი ბრიტანეთი + 3%