საქართველომ ტურიზმიდან $3,2 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო

თბილისი (BPI) – 2018 წელს  უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 3,2 მლრდ დოლარს (ზრდა +18.4%) გადააჭარბა, ეს 498 მილიონით მეტია, ვიდრე 2017 წელს.

2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,6 მლრდ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მლნ-ით არის გაზრდილი 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მლრდ დოლარს (ზრდა +28.1%), 594 მლნ დოლარით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …