საქართველოდან 12.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა 12.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 6.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 744 ტონა), რუსეთში (3 752 ტონა), უკრაინაში (2 385 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …