საქართველოდან განხორციელებული თხილის ექსპორტის ღირებულებამ 56.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის 1 აგვისტოდან 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში  საქართველოდან 12.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 56.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.5 ათასი ტონით (39%), ხოლო ღირებულება – 7.0 მლნ აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში (12,383 ტონა), გერმანიაში (2,090 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (311 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (148 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა),  ესტონეთში (38 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (719 ტონა), ჩინეთი (578 ტონა),  უკრაინა (236 ტონა), რუსეთი ( 211 ტონა), ბელარუსია (164 ტონა), ერაყი (144 ტონა), საუდის არაბეთი (133 ტონა), მექსიკა (120 ტონა), ალჟირი (104 ტონა), შვეიცარია (85 ტონა), აზერბაიჯანი (82 ტონა), კანადა (75 ტონა),  არგენტინა (64 ტონა), არაბთა გაერთიანებული ემირატები (59 ტონა), ყაზახეთი (45 ტონა), გაერთიანებული სამეფო (22 ტონა), თურქეთი (22 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა), ყირგიზეთი (22 ტონა), მონტენეგრო (22 ტონა), ტუნისი (15 ტონა), იორდანია (14 ტონა) და დანარჩენი ქვეყნები (2 ტონა).

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …