საქართველოდან განხორციელებული მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი დოლარი შეადგინა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 478 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (383 ტონა), რუსეთში (67 ტონა), უკრაინასა (18 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).

შემთხვევითი სიახლე

რუსეთიდან გასულმა კოკა-კოლამ, ქვეყანაში ბოთლის სახით სავაჭრო ნიშანი გაახანგრძლივა

ამერიკული გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა Coca-Cola Company-მ რუსეთში თავისი საფირმო შუშის ბოთლის სავაჭრო ნიშნის უფლებები გაახანგრძლივა. …