საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამის „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ ფარგლებში თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამის„დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ ფარგლებში, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
🎓❗️პროექტის მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.
➡️👥ღონისძიებას ესწრებოდნენ სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ შაიშმელაშვილმა პრეზენტაციები წარადგინეს.
▪️📚მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის და აღსრულების მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის თებერვლის თვეში სხვადასხვა უნივერსიტეტებში, საჯარო ლექციების გამართვა იგეგმება, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა – სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელონ.
📢✍️სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2023 წლის 10 თებერვლიდან – 10 მარტის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: consumer@gnca.gov.ge განაცხადი უნდა წარმოადგინონ. საკონკურსო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://admin.competition.ge/…/3f5ca1bdced64f7db5d35cba…

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …