სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა

თბილისი (BPI) – საქართველოში ერთი წლის განმავლობაში სასაკლაოების რაოდენობა 20-ით გაიზარდა, გაზრდილია მომსახურების საფასურიც. “საქსტატის” 2018 წლის IV კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში 92 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებს.

მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლაზე 26 ლარია 3,3 ლარით მეტი ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში, თითქმის 1 ლარით გაძვირდა ცხვრის ან თხის დაკვლა და 10.7 ლარი შეადგინა, ღორის დაკვლა – 22.1 ლარია, 1,4 ლარით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში სასაკლაოებში დაკლულია 143.1 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 32.2% მსხვილფეხა, 67.8% – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა), ფრინველის რაოდენობა 3,002.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოებმა 2018 წლის IV კვარტალში 11,371.0 ტონა ხორცი აწარმოეს. მომსახურება გაეწია 12.8 ათას პირს, საიდანაც 50.1% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.

სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 993 კაცი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …