სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 40-მა მენტორ-ინსტრუქტორმა გადამზადების კურსი გაიარა

თბილისი (BPI) – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში,  საქართველოს,  მიუნხენისა და ზემო ბავარიის  სავაჭრო – სამრეწველო პალატების მიერ ორგანიზებული მენტორ – ინსტრუქტორთა ტრენინგი დასრულდა.

ინსტრუქტორებს, რომლებმაც პროფესიული გადამზადების კურსები გაიარეს, “საქართველოს რკინიგზის”  საწარმოებში სტუდენტებისათვის როგორც პრაქტიკული კომპონენტის სწავლების, ასევე ინსტრუქტორთა ახალი ნაკადის მომზადების შესაძლებლობა ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ  “საქართველოს რკინიგზა” და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პერიოდულად სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ერთობლივად განიხილავენ. ამ ეტაპზე პრიორიტეტულ საკითხად, კომპანიაში დასაქმებული პირების დუალურ სწავლებაში მენტორ – ინსტრუქტორებად გადამზადება დასახელდა. პროექტისათვის „საქართველოს რკინიგზამ“  40  ინსტრუქტორი შეარჩია, რომლებსაც ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგების ჩასატარებლად საქართველოში დუალური სწავლების მიმართულებით მდიდარი და წარმატებული გამოცდილების მქონე გერმანიის რკინიგზის (DB) ტრენერები ჩამოვიდნენ.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის შემდეგომი ეტაპი საკვალიფიკაციო გამოცდების გამჭვირვალედ და კვალიფიციურად ჩატარებაა. კოლეჯში იმედოვნებენ, რომ საქართველოს,  მიუნხენისა და ზემო ბავარიის  სავაჭრო – სამრეწველო პალატებთან და გერმანიის რკინიგზასთან თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა გერმანიაში არსებული პროფესიული განათლების წარმატებული პრაქტიკა საქართველოშიც სრულად იყოს გაზიარებული.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …