საპენსიო სააგენტოს ბენეფიციარები სარგებლის მოლოდინში

თბილისი (BPI) – დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილენი, მოგვიანებით შიეტყობენ, მათი ინვესტორი ბანკების ვინაობას. გრძელვადიან (5წელი) ფასიან ქაღალდებში პირველ 560 მლნ-იან განთავსებაზე, 4 მარტს გაცხადდა, 14.9%- სარგებლით (ნომინალური), თუმცა ეფექტური განაკვეთი არ ზუსტდება. “პენსიონერს” აინტერესებს 14.9%  ნომინალურია თუ ეფექტური;  მინიმალური თუ მაქსიმალური.

ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატების სტანდარტული პირობები განსხვავებულია. პროკრედიტ ბანკი 8% სარგებლით სთავაზობს, თიბისი 19.35%-ად (ეფექტური)  11,95% (ნომინალური), საქართველოს  ბანკის 15% (ნომინალური), 11,84% (ეფექტური), ლიბერთი ბანკს მხოლოდ 3 წლიანი აქვს, – 13.3%-ად.

საინვესტიციო ოფიცრის გარეშე კაპიტალდაბანდებებს კანონი ზღუდავს. გამონაკლისი შესაძლებელი გახდა  სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, დავით წიკლაურის  მიერ ოფიცრობის შეთავსებით (პირველასხ შეთავსებული 2019 წლის 27 ოქტომვბერს  შეიჩერა).

იმ პერიოდისთვის არის ეროვნული ბანკის მხრიდან დადასტურებული საინვესტიციო პოლიტიკის დროებითი დოკუმენტი. გრძელვადიან საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენეტზე სებ-თან განხილვა მიმდინარეობს

CEO-ზე სააგენტომ კონკურსი 2-ჯერ გამოაცხადა. ზაფხულში არჩევანი ვერც საკონსულტაციო კომპანიაზე შეაჩერეს და ვერც დამოუკიდებელ კანდიდატზე. დეკემბერში სააგენტო დირექტორმა განაცხადა წასვლაზე და 16 იანვარს უფლებამოსილება შეიჩერა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …