საპენსიო სააგენტოდან წიკლაური წავიდა და მელიქიძე მივიდა

თბილისი (BPI) – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. „მადლობას გამოვთქვამ გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემთვის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში მუშაობა ვფიქრობ რომ იყო მეტად პროდუქტიული. საპენსიო სააგენტოს ჰყავს მაღალკვალიფიციური გუნდი და უპრეცედენტოდ მაღალი ნდობის მქონე საინვესტიციო საბჭო, რაც იძლევა იმის მოლოდინს რომ პროცესები წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მე მივიღე გადაწყვეტილება კვლავ დავუბრუნდე კერძო სექტორს, დეტალების შესახებ კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“ – განაცხადა დავით წიკლაურმა.

ის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ტოვებს და კერძო სექტორს უბრუნდება. სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დავით წიკლაური, სამომავლო ინტერესთან კონფლიქტის თავის არიდების მიზნით, ტოვებს საინვესტიციო საბჭოს წევრის პოზიციას და უბრუნდება კერძო სექტორს.
2020 წლის 1 აპრილიდან საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე დაინიშნა გოგა მელიქიძე, რომელიც საქართველოს კანონით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად უხელმძღვანელებს საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესს.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …