სამხრეთ კავკასია: შეიარაღებული ძალები და ეკონომიკა

„დააფინანსე საკუთარი ჯარი, თორემ სხვისი არმიის შენახვა მოგიწევს“

თბილისი (BPI) – რაც უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს ქვეყანას , მით მეტი ფინასების მიმართვა შეუძლია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. ამის ნათელი მაგალითია აშშ. მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შაუალება აქვს თავდაცვაზე 720 მილიარდი დოლარი დახარჯოს.  სამჯერ მეტი რასაც ჩინეთი და რუსეთი ერთად ხარჯავს.რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში. რისი საშუალება აქვთ  საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკებს იმისათვის,რომ მათმა მოქალაქეებმა თავი მეტნაკლებად დაცულად იგრძნონ.

Global Firepower Index 2018-ის რეიტინგში,რომელშიც მსოფლიოს 136 ქვეყნის სამხედრო ძლიერებაა შეფასებული საქართველო 82 ადგილს იკავებს. კვლევის ავტორებმა ერთმანეთს შეადარეს, ჯარების და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა,ასევე  სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრები, როგორიცა საგარეო ვალის, სავალუტო და ოქროს რეზერვების მოცულობა.

Global Firepower Index -ის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი  380 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს,ხოლო  საგარეო ვალი 14,1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მსყიდველობითი უნარის პარიტეტი  39,3 მლრდ დოლარი. რაც შეეხება ოქროსა და ვალუტის რეზერვებს, მათი მოცულობა დაახლხოებით 3 მლრდ დოლარს აღწევს.

კვლევაში ასევე მითითებულია,რომ საქართველოს  დაახლოებით 2 მილიონამდე შრომისუნარიანი მოსახლეობა ჰყავს. აქვს ორი ძირითადი პორტი და 22 ქმედუნარიანი აეროპორტი. სახმელეთო გზების საერთო სიგრძე საქართველოში 20 ათას კილომეტრზე მეტია, ხოლო რკინიგზის — 1,6 ათას კილომეტრი. აღნიშნულია ისიც,რომ  საქართველო ყოველდღიურად 400 ბარელ ნავთობს აწარმოებს. ნავთობის დადასტურებული მარაგების რაოდენობა 35 000 000 ბარელს ხოლო ყოველდღიური მოხმარება,  17 000 ბარელს შეადგენს.

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, მათი მონაცემები Global Firepower Index 2018 -ის კვლევის თანახმად ასე გამოიყურება:

სომხეთი  

1 თავდაცვის ბიუჯეტი – 512 $ მლნ

2 საგარეო ვალი – 9 მლრდ 170 $ მლნ

3 მსყიდველობითი უნარის პარიტეტი -27 მლრდ 210 $ მლნ

4 სავალუტო და ოქროს რეზერვები – 2 მლრდ 242 $ მლნ

5 მოქმედი აეროდრომები – 11

6 გზების საერთო სიგრძე – 7.705 კმ

7 რკინიგზის სიგრძე – 869 კმ

8 ნავთობის წარმოება დღეში – 0

9 ნავთ ობის დადასტურებილი მარაგები – 0

აზერბაიჯანი

1 თავდაცვის ბიუჯეტი – 1 მლრდ 600 $ მლნ

2 საგარეო ვალი – 16 მლრდ 620 $ მლნ

3 მსყიდველობითი უნარის პარიტეტი -166 მლრდ 800 $ მლნ

4 სავალუტო და ოქროს რეზერვები – 8 მლრდ 886 $ მლნ

5 მოქმედი აეროდრომები – 37

6 გზების საერთო სიგრძე – 52 942 კმ

7 რკინიგზის სიგრძე – 2 918 კმ

8 ნავთობის წარმოება დღეში – 93 000

9 ნავთობის დადასტურებული მარაგები 7 000 000 000

გარკვეული ანალიზისა და დასკვნის საშვალებას იძლევა სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც.  სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემების თანხმად, 2017 წელს სომხეთმა ექსპორტზე  2 242.9 $ მლნ – ის პროდუქცია გაიტანა. იმპორტმა  4 182.6 $ მლნ. შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო სალდოს მოცულობა 1 900.4 $ მლნ -ს შეადგენს.

სომხეთთან შედარებით გაცილებით მაღალია საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 5 56.0 $ მლნ მიაღწია.

კარდინალურად განსხვავებული სიტუაციაა აზერნაიჯანის შემთხვევაში. სომხეთისაგან და საქართველოსგან განსხვავებით აზერბაიჯანს დადებითი სავაჭრო ბალასი აქვს. ექსპორტი იმპორტს 5 მილიარდ 500 მილიონი დოლარით აჭარბებს. 2017 წელს აზერბაიჯანმა 14 $ მლრდ -ის პროდუქცია გაყიდა, მაშინ როცა 8. 5 $ მლრდ -ის იმპორტი განახორციელა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ალბათ გასაკვირი არ არის,რომ Global Firepower Index -ის რეიტინგში აზერბაილანის არმია 53 ადგილზეა, ხოლო საქართველო და სომხეთი შესაბამისად 82 და 84 ადგილებზე.

რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში, შეიცვლება თუ არა არსებული პარიტეტი.                                                                                                     

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება და ზრდის ტემპით მსოფლიოში 52-ე ადგილს დაიკავებს.  ეკონომიკის 3% და 3.5% ზრდას პროგნოზირებს სავალუტო ფონდი სომხეთში და აზერბაიჯანში. ასე,  რომ ახლო მომავალში რაიმე კარდინალურ ცვლილებეს ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ეკონონიკურ და სამხედრო შესაძლებლობებში  არ უნდა ველოდოთ.

cbw.ge

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …