Lock and glass globe

სამხრეთ კავკასიაში საქართველო ყველაზე ნაკლებად დაექვემდებარა ტროიანელი-კრიპტოგრაფების თავდასხმას

თბილისი (BPI) – 2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს კომპიუტერების მომხმარებლების 0.37%-ს თავს დაესხნენ მავნე ტროიანელი კრიპტოგრაფები, სომხეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 0.57%, ხოლო აზერბაიჯანში – 0.85%.

კასპერსკის ლაბორატორიის ცნობით, 2019 წლის პირველ კვარტალში, ქართველ მომხმარებელთა 0.27% ამგვარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 0.65% და 0.81%. ეს დასტურდება კასპერსკის ლაბორატორიის მონაცემებით, რომლის თანახმად, მსოფლიოში 2019 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა ტროიან-კრიპტოგრაფების 16017 ახალი მოდიფიკაცია. შედარებისთვის, პირველ კვარტალში ნაპოვნი იქნა  სამჯერ ნაკლები – 5,222  ახალი მოდიფიკაცია.

ასევე ამ კვარტალში მოხდა კრიპტოგრაფების  მიერ გახმაურებული რამდენიმე ინფიცირების შემთხვევა  ქალაქის ადმინისტრაციების კომპიუტერულ ქსელებში –  გამოძალვის მიზნით. ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ინციდენტების მასობრივი ბუნება გვაიძულებს გავამახვილოთ ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოებაზე, რომლებზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციების, არამედ მთელი დასახლებული პუნქტების ფუნქციონირება.

პრაქტიკულად, თითქმის ყველა სახის დასნებოვანება  ხდება ერთი სქემის მიხედვით. მომხმარებელი ან ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომელი იღებს წერილს მავნე პროგრამით. მიმღები, ვერ აღიქვამს  საფრთხეს, უშვებს  მავნე პროგრამას, რომელიც ბოროტად  იყენებს ოპერაციული სისტემებში ან სხვა სოფტზე არსებულ დაუცველობას (ხშირად ეს არის კარგად ცნობილი დაუცველობა) და შიფრავს  მონაცემებს. ხშირად ისინი (ისევ ჩვენთვის ცნობილი დაუცველობის გამო)  ვრცელდებიან  კომპანიის ლოკალური ქსელის სხვა კომპიუტერებზეც. მავნე ტროიან -კრიპტოგრაფებისაგან თავის დასაცავად ექსპერტები გვირჩევენ დროულად განვაახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა,   პირველ რიგში გამოვიყენოთ  ოპერაციული სისტემები, ყველა კომპიუტერზე ვიქონიოთ დამცავი  გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეეძლებათ  გაუმკლავდნენ როგორც ცნობილ, ისე ჯერ უცნობ  ტროიან -კრიპტოგრაფებს. გარდა ამისა თანამშრომლებს ასევე უნდა ასწავლოთ კიბერდამნაშავეების მიერ გამოყენებული სოციალური ინჟინერიის ტექნიკის ამოცნობა და მათგან თავის დაცვის მეთოდები.

მიზანშეწონილია, რომ მომხმარებლებმა, რომლებიც კრიპტოგრაფიული პროგრამებით თავდასხმების მსხვერპლი გახდნენ, არ გადაიხადონ ფაილების გაშიფრვის გამოსასყიდი, რადგანაც ეს ფაილების წვდომის დაბრუნების გარანტია არ გახლავთ და უფრო უარესი, ის დაეხმარება თავდამსხმელებს მავნე პროგრამის შემდგომ გავრცელებაში. ასევე საჭიროა ინციდენტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისათვის მოხსენება, შეეცადეთ იპოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სახელდობრ რომელი პროგრამით დაესხნენ მოწყობილობას, ან დაუკავშირდით ექსპერტებს: შესაძლებელია უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომელიც  ნებას იძლევა ფაილების გაშიფრვისა და უსაფრთხოების სპეციალისტები შესძლებენ თქვენს დახმარებას დოკუმენტებისადმი წვდომის აღდგენის საქმეში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …