სამშენებლო კომპანიებში შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება იწყება

თბილისი (BPI) – შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით, სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ერთობლივი ჯგუფები შეიქმნება.

პრემიერის თქმით, ჯგუფები სამშენებლო კომპანიებში ინტეგრირებულ მონიტორინგს განახორციელებენ. მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით მოხდა სამართლებრივი ვაკუუმის შექმნა ამ სფეროში,  შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა.

პრემიერი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ გარემოში მოხვედრის ალბათობის შემცირებას, ხოლო  უბედური შემთხვევის მოხდენის რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. 

პირველ ეტაპზე ჯგუფები მუშაობას  თბილისის მასშტაბით დაიწყებენ, ხოლო შემდეგ ეს გავრცელდება რეგიონებზეც.

შემთხვევითი სიახლე

ლიბერთიმ საერთაშორისო კონფერენციაზე ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ინოვაციური პროექტის – ,,ტელეკლინიკა MyDoc,, კონცეფცია წარადგინა

ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “Partnerships …