თბილისი (BPI) – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი ინიშნება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ დროისათვის დავითაშვილის დანიშვნის ფაქტს არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ გივი დავითაშვილი ამ დროისათვის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტს არ იკავებს. სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებული იყო კონკურსი. შერჩევის პროცესი უკვე დასრულებულია და კანდიდატის ვინაობა და დანიშვნის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამ დროისათვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს ორი მოადგილე ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ იყო პერიოდი, როდესაც Georgian Airways-ი სამოქალაქო ავიაციის (უკვე ყოფილი) ხელმძღვანელის გადადგომას მოთხოვდა. ავიაკომპანია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორციელებაში ქართული ავიაგადამიზდავისათვის პრიორიტეტის მინიჭებას ითხოვდა.
ავიაკომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტი ქართულ ავიაკომპანიებს უნდა მიანიჭოს.
მას შემდეგ რაც ბატონი გივი დავითაშვილი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მენეჯმენტში დაიწყებს მუშაობას, მოახდენს თუ არა Georgian Airways-ის “სურვილების” ლობირებას ჯერჯერობით უცნობია.