სალომე ზურაბიშვილი გიორგი აბაშიშვილს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში გაიმართა.

“სასიამოვნოა პრეზიდენტის მსგავსი გახსნილობა და ჯამში უპრეცედენტო ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფა. განსაკუთრებით, ხაზგასასმელია ამ მნიშვნელობის, ამ რანგის პროცესში საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობა და უზრუნველყოფა, საზოგადოებისათვის უმაღლესი რანგის სამოქმედო სივრცის გაჩენა. თანხმობის პროცესი თავისი შინაარსით უაღრესად მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი სტრატეგიულად ძალიან საინტერესოდ ხედავს პროცესს, რაც ავტომატურად განგაწყობს სათანამშრომლოდ და გიჩენს სურვილს იყო პროცესის აქტიური მონაწილე”, – აცხადებს აბაშიშვილი.

ინფორმაციისთვის, გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს იკავებდა.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …