საზაფხულო ამფითეატრი და ღია ავტოსადგომი – მესტიაში ფოლკლორის თეატრი განახლდა

თბილისი (BPI) – მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკმა 4,7 მლნ ლარით დააფინანსა.

პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა შენობა, მოეწყო საზაფხულო ამფითეატრი და ღია ავტოსადგომი, კეთილმოეწყო შენობის მიმდებარე ტერიტორია.

დაბა მესტიაში ფოლკლორის ცენტრი არ არსებობის გამო ადგილობრივ ანსამბლებს და ფოლკლორითდაინტერესებულ მოსახლეობას არ ჰქონდათ სათანადო პირობებში მუშაობისა და განვიტარების საშუალება.  ახალი შენობა ადგილობრივ ანსამბლებს საშუალებას მისცემს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონცერტო დარბაზში ჩაატარონ რეპეტიციები, კონცერტები და გამართონ სხვადასხვა ღონისძიებები.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …