თბილისი (BPI) – სავალუტო რეზერვები გაიზარდა. 1 მაისისთვის USD 3.4 მლრდ-ს შეადგენს. სულ, სარეზერვო აქტივები $3.6 მლრდ-ს აღწევს.
სებ-ი სავალუტო ბაზარზე აქტიურობის შენარჩუნებაზე აცხადებს. რეზერვების მოცულობა სსფ-ის კოეფიციენტის (100-150%) ქვედა ზღვარს უნდა მიუახლოვდეს. ამ დროისთვის 100%-ს უახლოვდება
როგორც იცით, სებ-ი იანვრამდე მხოლოდ სავალუტო შესყიდვის ინსტრუმენტს იყენებდა და დაამატა ოფციონი. რეზერვების ზრდა ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნის გამკაცრებამაც განაპირობა. 16 მაისიდან მოზიდულ სავალუტო სახსრებზე ნორმა კიდევ იზრდება, 30%-მდე