სავალუტო ბაზრის მონაწილენი რეგულირების ჭიჭინაძის მოდელმა გააკვირვა

თბილისი (BPI) – სპეკულაციური გარიგებების შეზღუდვისთვის პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე გამოსავალს სავალუტო ვაჭრობის რეგულაციაში ხედავს. მან TV პირველის ეთერში მოვაჭრეებისთვის ბრუნვის გადსახადის დაწესების მიზანშეწონილობაზე განაცხადა. ჰგონია, რომ საკომისიო ვაჭრობას გაუძვირებს და შეაჩერებს.

კანონმდებლის ვერსიამ ფინანსისტები გააკვირვა. ბლუმბერგის სისტემაში 1 თვიანი დაშვების გადასახადი $2 000-მდეა , წლიური გადასახადი – $22 000 (საშუალოდ) და საჭირო რეგულაციაში რას გულისხმობს ვერ მიუხვდნენ.

აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშება ხდება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, წინა დღის 16.30 საათიდან გაანგარიშების დღის 16.30 საათამდე პერიოდში ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში რეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით.

ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ჩართვის და გარიგებების დადების უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რაიმე დამატებით ნებართვას არ საჭიროებს. კომპანიებისთვის დარეგისტრირების ღირებულება (სტანდარტულის) თვეში $1 800-ია. იურიდიულ პირს რამდენიმეწლიანი ლეგალური საქმიანობის გამოცდილება მოეთხოვება, გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგებით. ამ კატეგორიაში ხვდება მსხვილი ექსპორტიორი ან იმპორტიორი, სოლიდური სავალუტო ბრუნვებით. ბაზრის მონაწილეები ძირითადად არიან ბანკები და რამდენიმე მისო.

დავით ჭიჭინაძე სებ-ის ინტერვენციებში გამოსავალს ვერ ხედავს -“სებ-იფუნქციას ვერ ხედავს, რაც არ უნდა გადმოაგდოს, თუ მთავრობამ არ იმოქმედა არაფერი შეიცვლება ის ბიზნესაქტივობებს ვერ უზრუნველყოფს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …