საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება

თბილისი (BPI) – 2019 წლის 5 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $1,1 მლრდ მიიღო, 9,8%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

მაისში მაჩვენებლები 14,2%-ით მეტია და 281 მილიონ დოლარს აღწევს.

2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 578 მლნ დოლარია (+5%), რაც 28 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +14.9%-ია.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …