საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ იანვარ-თებერვალში $334 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

თბილისი (BPI) – საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტრენდი გრძელდება.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 334 მლნ დოლარს (+4.8%), რაც 15 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მლრდ დოლარს (ზრდა +19.1%), რაც 518 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +21.5%-ია.

შემთხვევითი სიახლე

ჩინეთი ვიეტნამის საზღვრის დასაცავად ანდროიდებს გამოიყენებს

ჩინური კომპანია UBTech Robotics მასშტაბურ შეკვეთას მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის დაცვასა და კონტროლში ჰუმანოიდური რობოტების …