საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს ეკონომიკის მიმართ ინვესტორების ნდობას – არჩილ მესტვირიშვილი

საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, არჩილ მესტვირიშვილს ამ დროისათვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

„2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, სასაქონლო ბაზრებზე ზრდადი ფასებისა და გლობალური პანდემიის ჯერ კიდევ უარყოფითი შედეგების გამკლავების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება და საბანკო სისტემის მედეგობა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნებაში აისახა. საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას და ქვეყნის ბიზნესგარემოზე პოზიტიურად აისახება.“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …