სად შეძლებენ მძღოლები ტაქსების სალონების ქიმიურ გაწმენდის სერვისის უფასოდ მიღებას

თბილისი (BPI) – 1 ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომანქანის სალონების ქიმიური წმენდის ვაუჩერით ისარგებლონ და სერვისის მისაღებად კონკრეტულ კომპანიებს მიმართონ.

ტაქსის მფლობელები სერვისს შემდეგ მისამართებზე მიიღებენ: „ავტო სპა“, ბერი სალოსის გამზირის N31-ში, „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ და „ავტო შხაპი“, შეშელიძის N68-ში.

ამ მისამართებზე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ სერვისით. გარდა ამისა, ვინც ისარგებლებს აღნიშნული ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …