საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6 პროცენტით გაიზარდა

2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 315.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4 242.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.9 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 10 073.3 მლნ. აშშ დოლარს (25.1 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წელს, 5 831.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.

2021 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (615.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (610.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (531.7 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 823.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 028.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (864.9 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 145.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 638.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 480.5 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 815.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 477.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 456.6 მლნ. აშშ დოლარით (10.8 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 898.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 822.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 736.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი).

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …