საგარეო ვაჭრობა შემცირდა

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირდა. “საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1%-ით ჩამორჩება.

მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 826 მლნ დოლარია (12.8%-ით მეტი), იმპორტი 1,981 მლრდ დოლარი (4.7%-ით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1 155.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების …