საგარეო ვალი მცირდება

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო ვალი 2019 წლის 31 მარტის მონაცემებით, $5,388 მლრდ-ია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საგარეო ვალდებულებები წლიურ ჭრილში $100 მლნ-ით არის გაზრდილი (2019.02.02-ში 2018.02.02-თან შედარებით 145 მლნ იყო), 2018 წლის თებერვალთან კი $60 მლნ-ით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას $3,775 მლრდ მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 946 მლნ დოლარია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …