საგანელიძე 480 მლნ ზარალს არ აღიარებს

თბილისი (BPI) – საპარტნიორო ფონდი ტურუზმიდან, სასტუმრო ბიზნესიდან, ენერგეტიკიდან გამოვა და სტრატეგიულ მიმართულებებს დაიტოვეს, სოფლის მეურნეობას და მაღალ ტექნოლოგიებს, – დავით საგანელიძე პარლამენტში საპარტნიორო ფონდის დაფინანსების მექანიზმის და პრიორიტეტების შეცვლის ინიციატივით მივიდა.

ფონდის ხელმღვანელმა საპარტნიორო ფონდის წლიური 481 მლნ-იან ზარალზე განაცხადა. თუმცა ის რკინიგზის და ელექტროსისტემის მაჩვენებლით არის გენერირებული და მათი გამორიცხვით ფონდი 193 მლნ-მდე მოგებაზეა. აღნიშნა, რომ ფონდს სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი მართვის ბერკეტი არ გააჩნია და ამიტომ მართვიდან უნდა გავიდეს.

დავით საგანელიძემ მთავარი კრედიტორის ( credit Suisse ) კაბალურ პირობებზე აღნიშნა. ლიბორ+6% -ად აღებული 150 მლნ-იანი სესხის 70 მლნ გასტუმრებულია. 43 მლნ გამზადებული გადასარიცხად. დავით საგანელიძემ  აღნიშნა, რომ ფონდმა  თავისი აქტივით, უკეთესი შეთავაზება ვერ მიიღო. მისი თქმით, ფონდის ერთადერთი შემოსავალი  შვილობილი კომპანიების დივიდენდებია

მან სხვა ზარალიან  პროექტებზეც განაცხადა, თუმცა სტრატეგეული მნიშვნელობით გამართლებულზე. ენგურის ხიდთან რუხის სავაჭრო ცენტრის, რაც გალის რაიონის მოსახლეობის ინტერესშია და  რომანოვების სასახლის, რომელიც განადგირებულ მდგომაროებაში ჩაიაბარა.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …