საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ოზურგეთის რაიონში, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, განახორციელეს ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მონტაჟი, სადაც სისტემატურად ხდებოდა სხვადასხვა ჯიშის ხის მასალის დახერხვა-დამუშავება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა უკანონოდ დამონტაჟებული სახერხი დანადგარი, აგრეთვე 0,6 კუბური მეტრი გადამუშავებული ფიცარი და 54 ერთეული დასახერხად გამზადებული მორი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287(1) მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1  წლამდე ვადით.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …