საგადახდო სისტემების კომპანია Mir-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც სებ-ის შეფასებით შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, გადახდების სისტემების კომპანია “Мир”-თან (Mir) არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.

“ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია “Мир”-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში.

შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა”, აღნიშნულია სებ-ის მიერ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-მა  რუსული საბანკო სისტემა „Mir“-ის გამოყენება დაიწყო. ავიაკომპანიის საიტზე, ბილეთის შეძენისას Georgian Airways-ი მგზავრს არჩევანის საშუალებას აძლევს გადახდა Mastercard-ითVISA-ს ან Mir-ით მოახდინოს.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …